"აიაქსის" ფეხბურთელი ოჯახის წევრის დაჭრის ფაქტზე დააკავეს

AutoSharing Option
De Telegraaf ინფორმაციით, ამსტერდამის "აიაქსისა" და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდი კვინსი პრომესი დაჭრის ფაქტზე არის დაკავებული.

გამოცემის ინფორმაციით, ივლისის ბოლო გამართული ოჯახური წვეულების ერთერთი მონაწილე მუხლის არეში მძიმედ დაიჭრა, დაზარალებულმა კი პოლიციას 1 თვის წინ მიმართა.

დაიწყო გამოძიება, რომლის მიხედვითაც დანაშაულში ეჭვმიტანილი და შესაბამისად, ბრალდებულიც კვინსი პრომესი გახლავთ, რომელიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კვინსი პრომესი ფეხბურთის გულშემატკივრებმა მოსკოვის "სპარტაკში" თამაშით გაიცნო. რუსეთის პრემიერ ლიგიდან პრომესმა "სევილიას" მიაშურა, შემდეგ კი "აიაქსის" ფეხბურთელი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული