ჩაკვეტაძის არყოფნისას "გენტი" თამაშს თამაშზე იგებს

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო წელს ვერ ითამაშებს, ახალმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კი მდგომარეობის მკვეთრად გამოსწორება შეძლო.

ვანჰაზებრუკი ამ სეზონში "გენტის" უკვე მეოთხე მწვრთნელია და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - დღეს სტუმრად სენსაციურად დაამარცხა ლიდერი "ბრიუგე" (1:0) და მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა განაცხადა, რომ ახალმა თავკაცმა გუნდი გარდასახა და არსად წასვლას აღარ აპირებს.

26 დეკემბერს "გენტი" გასვლაზე "კოტრიკს" შეხვდება, ხოლო 10 იანვარს ასევე სტუმრად "ბეერსხოტს" და იმედია, იმ დროისთვის ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩაკვე დროზე დაძლიე შენი ე.წ დისკომფორტი და თამაში დაიწყე თორემ მალე არავინ მოგისაკლისებს.
2
ჰო აბა რა, დაანგრია ევროპალიგაზე ყველაფერი :D
გიორგი
19:44 20-12-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული