ლუჩესკუ წიტაიშვილს პოლტავაში უშვებს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი გუნდის მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნას მიესალმა, მაგრამ რუმინელი სპეციალისტი არ სწყალობს.

წიტაიშვილს ლუჩესკუ იშვიათად ათამაშებს და ua-football-ის ცნობით, "ვორსკლაში" გაუშვებს იჯარით.

პოლტავური გუნდის მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა დაადასტურა, რომ წიტაიშვილი მეორე წრეში მათთან ითამაშებს. მან აღნიშნა, რომ ამ ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა სურდა.

Transfermarkt-ის მიხედვით, წიტაიშვილის სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ეს ისე ვერ ნახავს უკრაინის ნაკრებს როგორც თავის ყურებს ვერ ნახავს ვერასოდეს!რისი იმედი აქ ვერ გამიგია?უკრაინის ნაკრებში თაობა მოდის ძაან მაგარი.ამას წყლის მოსატანად თუ აიყვანენ ნაკრებში.და საერთოდ დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს ვერასოდეს! Ვაჩიბერიძე ნამბა თუ....
jordan beli
18:50 21-12-2020
1
ჯერ ნაკრებები აგლეჯდნენ კალთასო, მერე ევროპაო, მერე ისო, მერე ესო, და ეხლა ვარსკლაში კაცო?
მეგრელი
13:55 21-12-2020
0

სიახლეები პოპულარული