კიევის "დინამოს" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი გუნდის მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნას მიესალმა, მაგრამ რუმინელი სპეციალისტი არ სწყალობს.
წიტაიშვილს ლუჩესკუ იშვიათად ათამაშებს და ua-football-ის ცნობით, "ვორსკლაში" გაუშვებს იჯარით.
პოლტავური გუნდის მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა დაადასტურა, რომ წიტაიშვილი მეორე წრეში მათთან ითამაშებს. მან აღნიშნა, რომ ამ ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა სურდა.
Transfermarkt-ის მიხედვით, წიტაიშვილის სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროა.
იაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...
"შემძრომი ქართველი" - წიტაიშვილი "დინამოს" ფანებმა გააკრიტიკეს