"სანტოსი": მესის პელეს რეკორდი არ მოუხსნია

AutoSharing Option
ბრაზილიური "სანტოსი" სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ლიონელ მესის ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რეკორდი არ მოუხსნია და ის კვლავ "ფეხბურთის მეფე" პელეს ეკუთვნის.

კლუბის მიხედვით, მხედველობაში ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც უნდა მივიღოთ და პელეს უსამართლოდ არ მოვექცეთ.

"პელემ "სანტოსის" მაისურით 1091 გოლი გაიტანა. პრესის მიხედვით, 643 გოლი ოფიციალურ შეხვდრებში შეაგდო, ხოლო ამხანაგურ მატჩებში გატანილ 448 გოლს კი არ უთვლიან, თითქოს მათ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს.

ის 448 გოლი, რომლის ჩათვლაზეც უარს ამბობენ, პელემ სამხრეთ ამერიკის ისეთ ავტორიტეტულ გუნდებს გაუტანა,
როგორებიც მექსიკური "ამერიკა", ჩილეს "კოლო-კოლო", ბრაზილიის "ინტერნასიონალი" და სხვები არიან.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 448 გოლის მეორე ნახევარი პატარა და რეგიონული გუნდების კარში გავიდა. ამის მიუხედავად, შეხვედრები ოფიციალური პროტოკოლით ტარდებოდა. სუბიექტური მახასიათებლით, როგორიცაა მეტოქის სისუსტე, სტატისტიკის წარმოება არასწორია. ციფრები აბსოლუტურია.

"ეიბარის" კარში გატანილი გოლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც "ვალენსიას" კარის აღება. იგივეა, სურინამის "ტრანსვლიუსთვის" გოლის გატანა ისევე ითვლება, როგორც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" კარის ბადის შერხევა,"- წერია "სანტოსის" ოფიციალურ ვებ გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აუ ბავშვობაში ეზოში იმდენი გოლი გამქონდა იმის დედაც :-)
ჯონდო
21:16 27-12-2020
8
კლუბს ფული რომ გაეკეთებინა, სეზონებს შორის, სანტოსს ატარებდნენ ტურნეებზე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ეს, ერთგვარი საჩვენებელი, შოუ-თამაშები იყო, ყოველგვარი ინტრიგისგან დაცლილი.
ერთხელ, ადგილობრივი მსაჯიც კი გააგდეს მინდვრიდან, რომელმაც პელეს წითელი ბარათი უჩვენა. ხალხი სკანდირებდა - ჩვენ პელეს საყურებლად მოვედით სტადიონზე და არა ამ მსაჯისაო.
ბუნებრივია, სანტოსმა პელეს მხარე უნდა დაიცვას მესისთან დავაში, მაგრამ არც ეგრეა საქმე.
მიშა
00:07 28-12-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული