დაამხო თუ არა რონალდომ პელეს რეკორდი და რამდენი გოლი აქვს გატანილი ბრაზილიელს?

AutoSharing Option
გუშინ "უდინეზესთან" მატჩში "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა, კარიერაში ყველა ტურნირზე 1032 მატჩში 758 გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო. თუმცა ლეგენდარული ბრაზილიელის "ინსტაგრამი" ამტკიცებს, რომ მის ანგარიშზე არა 757 (812 შეხვედრაში), არამედ 1283 გოლია.

აბსოლუტურ რეკორდსმენად ჩეხი იოზეფ ბიცანი ითვლება, რომელმაც 1931-55 წლებში 759 გოლი გაიტანა.

ამას წინათ "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ ერთ გუნდში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო, რაც თავად ბრაზილიელმა მიულოცა, თუმცა "სანტოსი" ირწმუნება, რომ მათ გუნდში პელემ 1091 გოლი გაიტანა.

რონალდოს მიღწევა ინგლისის ნაკრების
ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა მიულოცა. "კრიშტიანომ პელეს რეკორდი დაამხო, 758 გოლი გაიტანა. ეს 18 წლის განმავლობაში ყოველ სეზონში დაახლოებით 42 გოლია. გონების დამაბნელებელია", - წერს ლინეკერი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
პელეს ჩვენს დროში რო ეთამაშა კარიერას ბევრად ადრეც დაამთავრებდა და რონალდოს ნახევარსაც ვერ გაიტანდა, მსოფლიოზე ლაპარაკიც არ მაქვს. ნუ ადარებთ ცა და დედამიწას ერთმანეთს
ქარ
04 იანვარი 2021 23:38
7
მოკლედ, რა აზრი აქვს ამ საიტის ადმინისტრაციისთვის ამას რომ ვწერ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა. უკვე ზედმეტად გეტყობათ რონალდუს მიმართ იმდენად გულგრილი დამოკიდებულება, რომ პროფესიონალ ჟურნალისტებს არ შეგეფერებათ. მესმის და ძალიან ლოგიკურია ან ერთი უფრო მეტად მოგწონდეს, ან მეორე. ასეა მთელი სამყარო. მაგრამ! თქვენში აშკარა უპატივცემულობა ჩანს ცოცხალი ლეგენდის მიმართ. მარტივი მაგალითისთვის ერთი და იგივე დღეს: 'მესის გენიალური პასით ბარსელონა იმარჯვებს' (მართლა გენიალური პასი იყო); 'რონალდუს დუბლი და იუვენტუსის გამარჯვება' (როცა დუბლთან ერთად საგოლეც გააკეთა + პელეს რეკორდი დაამხო). მესის რეკორდზე, რომელიც პელემ დაამხო იმდღესვე დაიწერა და მაღლა იყო მიმაგრებული და დიდიხნით თან. რონალდუმ დაამხო ბევრად დიადი რეკორდი, ზოგადად გოლების და არა ერთ გუნდში და ახლა ასეთი პათოსის სტატია.
მართლა, ორივე ამ უდიდეს გენიოსს პატივს ვცემ და მოხარული ვარ რომ საშუალება მომეცა მათი ყურების და ჩემთვის ძალიან რთულია რომელიმეს გამორჩევა. უბრალოდ მინდა, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები, რომელთაც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანის სარედაქციო პოლიტიკა აბარიათ - უფრო მეტად ადეკვატურები იყოთ და მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ როგორც ერთის, ასევე მეორეს მიმართ.
მშვიდობა ყველას.
ლევან
05 იანვარი 2021 05:58
4
რატომ არდებთ რონალდოზე ჯილდო რომ მიიღო დუბაიში??? მაგრად არგევასებათ გეტყობათ...
Levani
04 იანვარი 2021 23:10
2
როდესაც ასე მიუდგები ნებისმიერ საქმეს, როგორც რონალდო აკეთებს ამას, ყველა სუპერვარსკვლავი ვერ გახდება, მაგრამ შედეგს აუცილებლად მიიღებს. თან ისე აქვს გამჯდარი ტვინში ასეთი მიდგომა, რომ სიამოვნებასაც ანიჭებს. რით არ მობეზრდა, წადი, დაისვენე, გაერთე...არაა. თამაში ანიჭებს სიამოვნებას და ღმერთმა აშოროს მაინც და მაიმც მოედანზე უნდა დალიოს სული. ნუ იქნებიან ჩვენები სუპერვარსკვლავები, მაგრამ საქმისადმი ასეთი მიდგომა ნეტა ჩვენებს მისცა...და არა მარტო ფეხბურთელებს.
emigranti
05 იანვარი 2021 02:49
1
პელე 3 გზის მსოფლიო ჩემპიონია!!! და ყველა დროის ფეხბურთის მეფე!!!
tngh
05 იანვარი 2021 12:48
17
და 3 სამ მსოფლიოზე 28 ბურთი შეაგდო 20 შედეგიან პასთან ერთად 23 პენალტი მოიგერია..
ჩორნა
05 იანვარი 2021 23:34
0
პელეს უბანში გატანილ გოლებსაც უთვლიან ეს ჩემალალები თუ რა ხდება ?
ზაზა
05 იანვარი 2021 01:53
5
Peles oficialur golebs rom araoficialurevsac umatebdnen braziliashi, eg araa axali.
Egre, ubanshi mec imdeni golebi makvs gatanili, vjobivar orives :)
Gimzeri
05 იანვარი 2021 11:18
1
Mesi da roni peles rekordebs zedized xsnian da xalxi gaizaxis pelemde ver mivlen mainco.anu im asakamde ver misvlas xoar gulisxmobt xalxno?
Milani
05 იანვარი 2021 10:35
2
Ronaldu fexburtis monstri, messi fexburtis inteleqti.
Milani
05 იანვარი 2021 13:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული