"მისი ფეხბურთელობამდელი გატაცება მის კუნთებსა და გონებას ამზადებდა..." - ჟოზე მოურინიო [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "მილანმა" "ტორინო" 2:0 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ "როსონერის" შვედი სუპერვარსკვლავი  მოედანს პირველად დაუბრუნდა. 

სკანდინავიელი ფორვარდისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. 39 წლის ასაკში ნაჩვენები მოთელვის შემდეგ ზლატანმა ეს სიტყვები დაადასტურა. 

Sportall.Ge

მის წინ მდგომ მწვრთნელს გაუმართლა, რომ ფეხი ანტონიო კასანოს მსგავსად თავში არ მოხვდა.

Sportall.Ge












"მისი ფეხბურთელობამდელი გატაცება (საბრძოლო ხელოვნება) მის კუნთებსა და გონებას  ამზადებდა. ფეხბურთელმა არატრადიციული გზა აირჩია", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

Sportall.Ge

ცნობილი ფაქტია, რომ იბრაჰიმოვიჩი ტაიკვანდოთი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული.  შვედმა განაცხადა, რომ ეს სახეობა კონტროლს მოიცავს; ასევე კარგი საშუალებაა სიბრაზის გამოსადევნად. 

"მე შავი ქამრის მფლობელი ვარ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი მინდა მსოფლიოს უდიდესი ტურნირების სამსაჯო სისტემაში ვიმოღვაწეო" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა. 

საინტერესოა, ფეხბურთელმა შავი ქამარი როდის მიიღო?

ეს
2010 წელს მოხდა. ეს ძღვენი 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა მაურო სარმიენტომ გადასცა. 

"ზლატანი ტაეკვანდოზე გასართობად დადიოდა. ამიტომ ვარჯიშებს სერიოზულად არ უდგებოდა. მას შეეძლო, მაგრამ სხვა სფერო აირჩია, სადაც შესანიშნავად იყენებს საბრძოლო ხელოვნებას", - განაცხადა მისმა ბავშვობის ერთ-ერთმა მწვრთნელმა.

Sportall.Ge

2015 წელს იბრამ აღიარა, რომ მას UFC-ის ვარსკვლავობა შეეძლო. 

"მამაჩემს სურდა ადვოკატი გავმხდარიყავი, მაგრამ ამ სფეროში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. მე თავს UFC-ის დიდ მებრძოლად ვთვლი... მაპატიეთ, დიდ გულშემატკივრად, მაგრამ შემეძლო UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გავმხდარიყავი", - განაცხადა ზლატანმა.


მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
იბრაზე ლამაზი გოლები არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი!
დავით 67
03:10 16-01-2021
0
იბრა როგორც მოგეხსენებათ ბოსნიიდანა წარმოშობით, იუგოსლავიის ომის დროს მისი ოჯახი შვედეთში გადასახლდა, როდესაც ფეხბურთის თამაში დაიწყო მამამისმა ბოსნიის ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელს შესთავაზა მისი თავი, რაზეც პასუხი მიიღო რომ ეგეთი ტიპები ტონა მყავს ბოსნიაშიო... ერთმა ბოსნიელმა მომიყვა
Solo
14:36 12-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული