კვირკველიას შემცვლელმა ვერ გაამართლა და გუნდიდან გაუშვეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" ცვლილებები გრძელდება

როგორც იცით, "ლოკოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი მეშერიაკოვი და გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე ახალი წლის წინ გადააყენეს, მათ მიერ დანიშნული სერბი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი კი ჯერჯერობით სამუშაოზე დატოვეს.

ნიკოლიჩმა "როტორში" იჯარით გაუშვა ცენტრალური მცველი საბა კვირკველია და მის შემცვლელად 31 წლის თანამემამულე სლობოდან რაიკოვიჩი მიიყვანა, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა და 5 თვის თავზე კონტრაქტი გაუწყვიტეს. რა თქმა უნდა, როგორც ეს ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დამშვიდობებისას წარმატებები უსურვეს კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

"ლოკომოტივის" ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ნაუმოვმა
თქვა, რომ ბალასტის ადგილი გუნდში არ არის და რაიკოვიჩი ნიკოლიჩის გაუგებრობა იყო, ხოლო გუნდის ექსმწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ ტრანსფერი კიკნაძემ განახორციელა და პასუხიც მას მოეთხოვება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიკნაძე არი ეგ კაცი თუ შაჰ-აბასი? რას გვერჩის ქართველებს და ქართველთმოყვარულ(სიომინი) ხალხს?
ლ.გიო
07:28 20-01-2021
0
ლოკომოტივს მიყავს როტორის ლეგენდები კვირკველია,დავითაშვილი და მიქელთაძე..
saba
10:05 20-01-2021
4

სიახლეები პოპულარული