დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...

AutoSharing Option
ისინი ნამდვილ "სამოთხეში" გახლდნენ, მაგრამ ახლა "ჯოჯოხეთის" კარიბჭეს უახლოვდებიან. 

ესპანურმა marca-მ ვარსკვლავები დაასახელა, რომლებიც ოდესღაც დიდ ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა მათი სიკაშკაშე დროდადრო გაუფერულდა. 

რობერტო ფირმინო

ბრაზილიელი ვარსკვლავი, რომელმაც "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ თანამედროვე ფეხბურთში დიდი სახელი დაიმკვიდრა. მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ბობის სატრანსფერო ღირებულება 20%-ით შემცირდა. ამ ყველაფერს მერსისაიდული კლუბის ლეგენდა ჯეიმი კარაგერიც ამჩნევს და აღნიშნა კიდეც. 

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

მისი ინგლისური კარიერა კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა მოლოდინის ნახევარსაც კი ვეღარ ამართლებს. ზოგიერთის აზრით, "მეთოფეებმა" ობამეიანგი უნდა გაყიდოს და მისი ადგილი სხვა
თავდამსხმელმა დაიკავოს. 

ედენ აზარი

ბელგიელი ფეხბურთელი მადრიდში დიდი იმედით ჩავიდა, მაგრამ გამუდმებულმა ტრავმიანობამ მის სათამაშო სტილს დაღი დაასვა. მისი ვარსკვლავი ჩაქრა და ამ ყველაფერმა მის სატრანსფერო ღირებულებაზეც იმოქმედა. 

კეპა არისაბალაკა

ესპანელი კარის მცველი "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარედ დასახელდა. "ბილბაოსგან" განსხვავებით, კეპამ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა და აზარის მსგავსად, მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. 

დელე ალი

ალი ჰარი კეინთან ერთად ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დუეტად ითვლებოდა, თუმცა რამდენიმე სეზონია ფეხბურთელი იმის აჩრდილიც აღარაა, რაც ერთ დროს გახლდათ. 

მიროსლავ პიანიჩი

პიანიჩი "ბარსელონაში" დიდი იმედებით მივიდა, თუმცა მასზე ნაკისრი მოლოდინი ვერ გაამართლა და კატალონიური კლუბის სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა. 

მესუთ იოზილი

ერთ დროს ევროპის ერთ-ერთი მთავარი კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ, თუმცა "ფენერბახჩეში" გადასვლამდე მას "არსენალში" სათამაშო პრაქტიკაც კი არ ჰქონდა. მესუთს თურქულ კლუბში თავისი ვარსკვლავური სტატუსის დაბრუნების შანსი თავიდან ეძლევა. 

გარეთ ბეილი

უელსელი ფეხბურთელი "რეალიდან" საკუთარ სახლში, "ტოტენჰემში" დაბრუნდა. ყველა დიდი იმედით ელოდა გარეთის ხელახალ აღორძინებას, თუმცა ფეხბურთელი გულშემატკივარს ვეღარაფერ საინტერესოს ვეღარ სთავაზობს. 

დანიელ სტარიჯი

"ლივერპულის", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი დიდი დროის განმავლობაში უკლუბოდ გახლდათ. გამუდმებული ტრავმიანობის გამო ფეხბურთელს სათამაშო დროც კი არ ეძლეოდა და მისი, როგორც ვარსკვლავის, სტატუსიც ჩაქრა. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული