კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ..." [VIDEO]

AutoSharing Option
დენის ბერგკამპი და ფრანკ დე ბური ერთმანეთს იმდენად შეეჩვივნენ, რომ მოედანზე თვალდახუჭულები ხედავდნენ.

14 თებერვალი სიყვარულის საერთაშორისო დღეა, მაგრამ მათთვის, ვისაც "აიაქსი" უყვარს, ბევრად მნიშვნელოვანია. 1993 წლის 14 თებერვალს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა.

დე ბურმა ბერგკამპის მიმართულებით ძვირფასი პასი გადაგზავნა, დენისმაც მუხლით მიიღო და მეკარეს თავზე ლამაზად გადაუგდო.


"აიაქსის" აღზრდილებმა ერთად 217 მატჩი ჩაატარეს და ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანეს.

მატჩის 90-ე წუთი, დე ბურის მორიგი გრძელი გადაცემა და დენის
ბერგკამპის ფანტასტიკა... კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ! დენის ბერგკამპ! დენის ბერგკამპ!"...



მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
საოცარი ფეხბურთელი,ყველასგან განსხვავებული,განსაკუთრებული.ისეთი,ვისაც ვერავის შეადრი.განსაკუთრებული ტექნიკა,რომელიც მხოლოდ ბერგკამპს ქონდა.
Master
13 თებერვალი 2021 14:39
0
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი...ორივე გოლისას 3 ოსტატური შეხება...მიღება,დამუშავება და შესრულება...
Caruzo9
13 თებერვალი 2021 14:13
0
10 clis buchi viyavi, dgevandeli dgesavit maxsovs, bergkampi martla unikaluri fexburteli iyo
Milani
13 თებერვალი 2021 17:45
0
საფეხბურთო ესთეტი!
ქომაგი
13 თებერვალი 2021 20:21
1
გელა ნუგზარაშვილს მაგონებდა ყოველთვის ბერკამპი. მაგრამ მგონი გელა უფრო მაღალი კლასის იყო.
აუ ეხლა რომ გვყავდეს ნუგზარაშვილი ნაკრებში აფსუს..
გენა
13 თებერვალი 2021 23:33
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული