1. "ბაიერნი" - "დორტმუნდი"
სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა უდაოდ "ალიანს არენაზე" გაიმართება. "რეკორდმაისტერი" ფანტასტიკურ სვლას განაგრძობს და გერმანიის ბუნდესლიგას ერთპიროვნულად, 52 ქულით ლიდერობს, რაც შეეხება "დორტმუნდს", ისინი 39 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს 3 ქულით ჩამორჩებიან.
3. "გლადბახი" - "ლევერკუზენი"
ორივე გერმანული კლუბი სეზონის საწყის ეტაპზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ამჟამად ჩავარდნა აქვთ. მათი ბოლო შეხვედრა "ლევერკუზენის" გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
"ბაიერი" 37 ქულით ბუნდესლიგაში მე-6 ადგილს იკავებს, "გლადბახი", თავის მხრივ, 33 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.
"გლადბახს" კრისტოფ კრამერი და ლარს შტინდლი გამოაკლდება.
"ლევერკუზენი" დღევანდელ შეხვედრას 11 ფეხბურთელის დანაკლისით ხვდება. ესენი გახლავთ: ჟერემი ფრიმპონგი, სანტიაგო არიასი, ლეონ ბაილი, ჟულიან ბაუმგარტლინგერი, სვენ ბენდერი, ლარს ბენდერი, ტიმოტი ფოსუ მენსა, ლუკას ჰრადეკი, პაულინიო, დალეი სინკგრავენი და ფლორიან ვირტსი.
შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.