პარაგვაიში დაპატიმრებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ რონალდინიოს ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და მისი მეგობრები შეშფოთებულნი არიან, - იტყობინება "ელ ესპანიოლი".
"ყოველდღე წვეულებაა. არყის, ვისკისა და ჯინის სმას დილიდანვე იწყებს. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ სმა დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო", - განუცხადა გამოცემას ფეხბურთელის ერთ-ერთმა ახლობელმა.
"ახალ წელს წვეულება ჰქონდა. რიოდან რამდენიმე მეგობარმა ჩააკითხა, ვინაიდან თავს მარტოსულად გრძნობს. ციხესიმაგრეში ცხოვრობს. რონალდინიოს დიდი გული აქვს და ცდილობს, მეგობრებთან გულუხვი იყოს. თუმცა მათგან ყველა ნამდვილი მეგობარი როდია. ვხედავ, რომ ზიანს აყენებენ",
- აღნიშნა მეორე ახლობელმა.