ქართველების გუნდის მწვრთნელმა გადაყენების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე მე-13 ადგილზე მყოფი "როტორის" მწვრთნელი ალეკსანდრ ხაცკევიჩი გადააყენეს.

ვოლგოგრადული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ განაცხადა, რომ სამწვრთნელო გადაადგილებები გუნდს შენჯღრევაში და გამხნევებაში დაეხმარება.

ხაცკევიჩმა "როტორი"2019 წელს ჩაიბარა და პრემიერლიგაში დააბრუნა. მას "Р-Спорт"-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"ამის შესახებ არც კი ვიცი, ამჟამად კიევში ვიმყოფები. პოსტს რომ ვტოვებ, ამის თაობაზე პირველად თქვენგან შევიტყვე. გადაყენების შესახებ საუბრები არ ყოფილა", - განაცხადა ხაცკევიჩმა.

"როტორში" საბა კვირკველია, ნიკა ყიფიანი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მახსოვს ძველი თაობის რომელმა რუსმა თუ უკრაინელმა მწვრთნელმა თქვა ადრე ქართველებზე მოსწრებულად:

ერთი ქართველი აუცილებელია გუნდში, ორი კარგია და სამი უკვე ზედმეტიაო
ვიღაცამ თქვა ადრე
22:58 19-03-2021
1
მორჩა ეპოქა. ქართველები სადაც არიან ყველა გუნდში ასე ხდება.
კალიასტრო.
21:31 19-03-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული