ბავშვის ოცნებით ვცხოვრობდი - რონალდინიოს გამოსამშვიდობებელი სიტყვა

AutoSharing Option
დღეს, 21 მარტს, ფეხბურთის ბრაზილიელი ჯადოქარი რონალდინიოს დაბადების დღეა. რონი ფეხბურთიდან 2018 წლის იანვარში წავიდა, წასვლამდე კი ემოციური სიტყვა დატოვა.

"ღმერთო, მადლობას გიხდი იმ ცხოვრებისთვის, რაც შენ მაჩუქე. მადლობა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და იმ ერთადერთი პროფესიისთვის, რაც გამაჩნია. 30 წლის შემდეგ ჩემს მთავარ ახდენილ ოცნებას ვტოვებ. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პროფესიონალურად ვაკეთებდი იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. კიდევ 10 წელი მოსამზადებლად დამჭირდა.

ბავშვის ოცნების ვცხოვრობდი. მოგზაურობები, მოგებები, წაგებები, ფრეები, ეროვნული ჰიმნები, სტადიონზე შესვლები, გასახდელები, ტრიბუნებს ქვევით სივრცეები, ყველა ჩემი ბუცი, ყველა
კარგი და ცუდი კომბინაცია, ჩემი პირადი ჯილდოები, ვარსკვლავები, რომელთა გვერდითაც ვთამაშობდი. ეს ბრწყინვალე იყო! ამ რთულ გზაზე გვერდით მამა და ოჯახის ყველა წევრი მედგა. მათი კოლექტიური ძალისხმევა ლამაზ ისტორიად გადაიქცა.

იცით, რომ მორიდებული ადამიანი ვარ და ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა წრფელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მწვრთნელებს, საფეხბურთო გაერთიანებების წარმომადგენლებს, ჩემი და სხვა გუნდების გულშემატკივრებს, ავტობუსის მძღოლებს, ფორმების მენეჯერებს, ბურთის მომტანებს, მსაჯებსა და ჟურნალისტებს. მადლობა თქვენ! თქვენ გარეშე კი არაფერი იქნებოდა!

მარტში გამოსამშვიდობებელი მატჩის დეტალებს შეგატყობინებთ. მადლობა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოტივაციას მაძლევდით! მადლობა სასიამოვნო შეტყობინებებისთვის. ძლიერ გეხვევით! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სპორტის ეს სახეობა ცხოვრებად და სამსახურად ვაქციე."

დიდმა ფიგურებმა კი რონი ასე გააცილეს:

პეპ გვარდიოლა: "მესის გამოჩენამდე არავინ მენახა ეთამაშა ისე, როგორც ამას რონალდინიო აკეთებდა. მას შედეგის მიღწევის საოცარი შესაძლებლობები ჰქონდა."

ნეიმარი: "არასდროს დავივიწყებ რონალდინიოსთან ერთად თამაშს. მან საფეხბურთო ხელოვნებაში დიდი კვალი დატოვა, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს."

ლეო მესი: "შენგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მოედანზე ვარსკვლავი იყავი, ცხოვრებაში კი ბრწყინვალე პიროვნება. ფეხბურთი შენს სიცილს არასდროს დაივიწყებს."

დღეს მომღიმარი ლეგენდა 41 წლის გახდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთის ნამდვილი ჯადოქარი..ეფექტურობაზე ნამდვიკად გეთანხმებით.მაგრამ გონების სიმწირე ვერ გააკეთებინებდა იმ სპეკტაკლებს...მარადინაზე მაღლა დგას და სხვა მასთან მესის გარდა ახლოსაც ვერ მივა..ეგ სამეული საუკეთესოა და კიდევ დიდხანს ვერავინ მივა ამ სამ გენიოსთან...
Labirinti...
10:08 27-07-2021
0
ფეხბურთის ხელოვანი. მისი ვარჯიშიც კი განსაკუთრებულია. მასზე ლამაზად არავის უთამაშოა...
ჯონი
00:32 22-03-2021
0

სიახლეები პოპულარული