ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი ფეხბურთიდან მოკვეთეს.
ორგანიზაციის ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო 85 წლის შვეიცარიელს ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 წლითა და 8 თვით აუკრძალეს. ეს გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა, როცა წინა აკრძალვას გაუვა ვადა.
სასჯელი ფიფას წინა გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემაც მიიღო.
გამოძიებამ აჩვენა, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, ბლატერი კორუფციაში იყო ჩართული და ინტერესთა კონფლიქტსაც ჰქონდა ადგილი.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით