"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის მამა ალფ-ინგე ჰოლანი და აგენტი მინო რაიოლა მადრიდში ჩავიდნენ და "რეალის" ხელმძღვანელებთან გამართეს მოლაპარაკება.
წესით, ასეთი ვოიაჟისა და დატვირთული დღის მერე მათ უნდა დაესვენათ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ტური არ შეწყვიტეს და ლონდონში გაემგზავრნენ, სადაც ხვალ "ჩელსის", "ლივერპულის", "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერის" ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
გერმანული მედიის მტკიცებით, "დორტმუნდი" თანახმაა ნორვეგიელი 150 მილიონ ევროდ გაყიდოს.