ამჟამად ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი ხელფასი, კვირაში ნახევარი მილიონი ფუნტი, ლეო მესის აქვს.
აქამდე ვიცოდით, რომ ჰოლანი თავის მსურველ კლუბებს წელიწადში “მხოლოდ” 30 მილიონს, ისიც ევროს, სთხოვდა.
რაიოლა ფეხბურთელის მამასთან ერთად “ბარსელონასა” და “რეალს” ეწვია, თუმცა ახალგაზრდა ნორვეგიელი ფორვარდით ორივე მანჩესტერული გრანდია
დღეს რაიოლას მოთხოვნილი ხელფასის გადახდა მარტო “სიტისა” და პსჟ-ს თუ შეუძლიათ, თორემ ფინანსურ კრიზისში მყოფი “ბლაუგრანა” ამდენს ვერ “გაქაჩავს”, ფლორენტინო პერესს კი თანხები “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის დასასრულებლად არ ჰყოფნის.
მაგრამ “სიტის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არსებობს ფასი, რომელზე მეტსაც არცერთ ფეხბურთელში არ გადაიხდიან.
ძნელად სავარაუდოა, რომელიმე კლუბმა რაიოლას მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ერლინ ჰოლანს წლიური ხელფასი 60 მილიონი ევრო მისცეს.
მომზადებულია Mirror-ის მიხედვით