"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მისი შექმნის იდეას გულშემატკივრებში თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი კლუბებისა ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდა.

ფეხბურთის გულშემატკივარ გიორგი ბერიძის საინტერესო პოსტს გთავაზობთ:

Sportall.Ge

"არ ვიცი, ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრის ეს კამპანია როდის დამთავრდება, მაგრამ ამდენი წელია, მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივარი ვარ და დღეს პირველად შემრცხვა, ამ გუნდის მატჩების ყურებაზე ცხოვრების არაერთი საათი და წუთი დავხარჯე.

დიდმა კლუბებმა ფეხბურთს ფული ანაცვალეს და სპორტის ამ სახეობის ბოლომდე დანგრევას მოაწერეს ხელი, თუ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგასა და
ესპანეთის ჩემპიონატზე არ ითამაშებს, გუშინდელი მატჩი იქნება ბოლო, რომელიც მე მისი მონაწილეობით ვნახე.

სხვა გამყიდველი გრანდების გულშემატკივარსაც იმავეს მოვუწოდებ.

FORZA NAPOLI !!!

უფრო ხმამაღლა და გაუმარჯოს ძველ, ნამდვილ, სახალხო და უწმინდეს ფეხბურთს!"

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - პერესმა სუპერლიგის შექმნაზე თანხმობა მიიღო

altსუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 27 /
მიუნხენის ბაიერნს ვგულშემატკივრობ 23 წელია და ზუსტად იგივე განცდა მაქვს. ფული ყველაფერი არ არის ამ ქვეყნად და თუ ბავარია ამ ნაბიჯს გადადგამს ის ჩემი გულოდან შეუქცევადად გაქრება!
Tornike
19 აპრილი 2021 18:05
1
სინამდვილეში ვერავინ ერკვევით სიტუაციაში, გრანდები გამოიმუშავებენ ჩემპიონთა ლიგის 90% შემოსავალს, უეფას ამ შემოსავლის 80% მიაქვს. პასუხი თქვენთვის მომინდია. ვინ იქცევა არასწორად რეალი თუ უეფა?
semi
19 აპრილი 2021 17:15
22
გეთანხმები, ძალიან მარტივი არითმეტიკაა.
უეფას კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ხელფასის სახით მილიონები ერიცხებათ, რასაც რეალურად ეს 15 გუნდი გამოიმუშავებს.
მეგრელი
21 დეკემბერი 2023 16:22
4
ვეთანხმები გიგის 100% გაუმარჯოს ფეხბურთს მილიარდების გარეშე,ყველაფერი ფული გახდა,იმის ნაცვლად რომ უეფას მოთხოვონ თანხების შემცირება და დაბალი კლასის ფეხბირთელებში მილიონების ხარჯვა, ესენი მილიარდებს შეეჭიდნენ. მე ეზოს ფეხბურთი მირჩევნია მაფიოზების ფეხბურთს.სუფთა ფეხბურთი,სულის გაყიდვის გარეშე.
საქართველო
19 აპრილი 2021 15:49
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული