იტალიის ნაკრები ბრწყინავს - უგოლო ესპანეთი-პორტუგალია [VIDEO]

AutoSharing Option
4 ივნისს, ევროპის ნაკრებებმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომელთა შორის აღსანიშნავი იტალიელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მერვე გამარჯვებაა - თანაც, ყველა გოლგაუშვებლად. "სკუადრა აძურა" უკანასკნელ 27 შეხვედრაში დაუმარცხებელია და 1939 წელს დამყარებულ საკუთარ მიღწევამდე 3 მატჩიღა უკლია. მსოფლიოს რეკორდსმენი კი ესპანეთია, რომელმაც 2007-2009 წლებში 35 შეხვედრაში არც ერთი მარცხი არ განიცადა.

რობერტო მანჩინის გუნდმა ბოლონიაში ჩეხეთი 4:0 გაანადგურა. გოლები იმობილემ, ბარელამ, ინსინიემ და ბერარდიმ გაიტანეს.

მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ესპანეთი და პორტუგალია უგოლოდ გაიყარნენ. "ფურია როხაში" 27 წლის ასაკში დებიუტი
ჰქონდა "მანჩესტერ სიტის" 27 წლის მცველ ემერიკ ლაპორტს. პორტუგალიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა რონალდომ, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისური 174-ედ მოირგო და მსოფლიოს რეკორდამდე 10 მატჩიღა აშორებს.

სხვა მატჩები

ფინეთი - ესტონეთი 0:1
უნგრეთი - კვიპროსი 1:0
ფარერები - ისლანდია 0:1
სლოვენია - გიბრალტარი 6:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ნახულობთ 10-15 წუთიანი მიმოხილვებს, ბარემ თამაში დადეთ 90 წუთიანი! მიმოხილვა 2-3 წუთიანი უნდა იყოს მაქსიმუმ
ვახო
12:58 05-06-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული