დღეს, 7 ივლისს, კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება არგენტინასა და კოლუმბიას შორის გაიმართა. შეხვედრა დრამატულად წარიმართა. მატჩის დებიუტშივე, კერძოდ, მე-7 წუთზე, ლაუტარო მარტინესმა ლიონელ მესის გადაცემით ისარგებლა და "ალბისელესტე" დააწინაურა. ლეოსთვის ეს ასისტი მე-5 გახლდათ, ლაუტარომ კი ამ ტურნირზე მეტოქეთა კარი მესამედ აიღო.
საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარში კოლუმბიელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, ლუის დიასმა თავი 61-ე წუთზე გამოიჩინა. მატჩის ძირითადი 90 წუთი 1:1 დასრულდა.
შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიაში გადავიდა, სადაც არგენტინელებმა 3:2 იმარჯვეს და კოპა ამერიკის ფინალში გავიდნენ, მათი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება.
შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიაში გადავიდა, სადაც არგენტინელებმა 3:2 იმარჯვეს და კოპა ამერიკის ფინალში გავიდნენ, მათი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება.
აღსანიშნავია არგენტინელთა მეკარის, ემილიანო მარტინესის მოგერიებული 3 თერთმეტმეტრიანი.
კლასიკური ფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
"მე მინდა ფინალში არგენტინას ვეთამაშოთ..." - ნეიმარი
მესის მორიგი სუპერ შეხვედრა - არგენტინა ნახევარფინალშია [VIDEO]
მესის ბენეფისი - არგენტინამ დიდი სხვაობით მოიგო [VIDEO]
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]