დრამატული მატჩი მესამე ადგილისთვის! კოლუმბიამ კომპენსირებულ დროში იმარჯვა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 ივლისს, კოპა ამერიკის ტურნირზე მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს კოლუმბია და პერუ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კოლუმბიელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი თითქოს და უგოლო ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 45-ე წუთზე იოშიმარ იოტუნმა პერუელები დააწინაურა.

შესვენების შემდეგ "ლოს კაფეტეროსმა" აქტიურად დაიწყო და 49-ე წუთზე ხუან კუადრადოს გოლით წონასწორობა აღადგინა, 66-ე წუთზე კი ლუის დიაზის გოლით დაწინაურდა.

პერუს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯანლუკა ლაპადულამ ანგარიში 82-ე წუთზე გაათანაბრა და თითქოს და საქმე პენალტების სერიამდე მიდიოდა, თუმცა კოლუმბიელთა მარცხენა შემტევმა, ლუის დიასმა 90+4 წუთზე გამარჯვების
მომტანი შორეული გასროლა შემოგვთავაზა და "ლა ტრიკოლორს" მესამე ადგილი მოუპოვა.

შეგახსენებთ, ფინალური შეხვედრა ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს კი არგენტინა და ბრაზილია დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული