"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდინიომ აღიარა, რომ ფეხბურთის მატჩებს არ უყურებს.
"ვეტერანების მატჩებში ვიღებ მონაწილეობას (იცინის). ამ შესაძლებლობით ვსარგებლობთ, რათა ერთად შევიკრიბოთ, მეგობრები ვნახოთ.
ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ასე იქნება მუდამ. ყველაფერი კარგი იყო, მე ეს გავიარე, ახლა კი მეტ სიამოვნებას ვიღებ.
ჩემი თავი მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია. ფეხბურთს ხშირად არ ვუყურებ. მიყვარს მომენტების, გოლების ცქერა, მაგრამ 90 წუთი მატჩის ყურება - არა", - თქვა რონალდინიომ პროგრამა Charlando Tranquilamente-ში.