"ინტერის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი "აიაქსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, - იტყობინება Football Italia.
ერიკსენს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წელს სერია A-ში თამაშის უფლება არ მისცეს და ამიტომ "აიაქსში" დაბრუნების ვარიანტს განიხილავს.
ერიკსენს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ის "აიაქსში" 2009-13 წლებში თამაშობდა.
შეგახსენებთ, ფინეთთან ევროპის ჩემპიონატის მატჩისას ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმებმა გადაარჩინეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა.