ჯორჯინიამ ანჩელოტის დასცინა [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს საცოლე ჯორჯინია როდრიგესი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებას დამცინავად გამოეხმაურა.

"კრიშტიანო მადრიდული კლუბის ლეგენდაა. ჩემი მხრიდან სრულიად სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, თუმცა მისი გუნდში მოყვანის სურვილი არ მქონია. ჩვენ წინ მივდივართ", - განაცხადა იტალიელმა.

62 წლის "პაპა კარლოს" განცხადების სქრინი ესპანური გადაცემა El Chiringuito de Jugones-ის "ინსტაგრამგვერდზე" დაიდო და ის ყურადღების მიღმა ჯორჯინიას არ დარჩენია. "ჰა-ჰა-ჰა-ჰა" - დაწერა კომენტარებში როდრიგესმა. როგორც ჩანს, კრიშტის საცოლე ანჩელოტის განცხადებას არ ეთანხმება
და აგდებულად უყურებს.

Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი და კრიშტიანო რონალდო ერთად "რეალში" 2 სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგეს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული