პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესის მეშვიდედ მოიპოვა "ოქროს ბურთი", - ირწმუნება RTP-ი.
გამოცემის ცნობით, ამის თაობაზე მესის უკვე შეატყობინეს და მან "ფრანს ფუტბოლს" საზეიმო დაჯილდოების წინ ტრადიციული ინტერვიუ მისცა.
გასულ სეზონში მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის თასის გამარჯვებული, ხოლო "ბარსელონაში" 30 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება.
მესიმ დღეს მადრიდის კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა, პარიზში დაბრუნდა და "პარი სენ ჟერმენის" მტკიცებით, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 17 ნოემბერს ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს.