საიმანოვმა სლუცკის შესაძლო გადაყენებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი:

"ახლა "რუბინს" ზუსტად ისეთი შედეგები აქვს, როგორ იმედებსაც ვამყარებდით. ყველაზე ცუდი გადაჭარბებული მოლოდინია. გაიგეთ, ჩვენ გუნდს ვაშენებთ. არ შეიძლება უბრალოდ ავიყვანოთ და შევკრიბოთ ფეხბურთელები...

გუნდი თანდათანობით უნდა აშენდეს, სხვადასხვა სქემის გამოყენებაა საჭირო. თქვენ ხომ ხედავთ, ჩვენ ასეც ვცდით და სხვანაირადაც. შედეგიც, შესაბამისად, ისეთია, როგორსაც ველოდით.

რაც შეეხება სლუცკის, ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ. ერთად ვწყვეტთ საერთო ამოცანებს. ჩვენთან ყველაფერი მშვიდად და კარგადაა. ჩვენ "რუბინში" სხვაგვარად არ შეგვიძლია: ვცდილობთ, განვითარების მიღებული
გეგმის მიხედვით ვიმუშაოთ. ინტერნეტში სლუცკის გადაყენებაზე წერენ? განსახილველიც კი არაფერია", - ციტირებს საიმანოვს "ჩემპიონატი".

ყაზანური გუნდი, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს, 14 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 19 ქულით მერვე ადგილზეა და 21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება. დისკვალიფიკაციის გამო ამ მატჩს კვარაცხელია გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული