"ფანატიკის" ცნობით, "ტრაბზონსპორი" "ვესტ ჰემისა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს შეძენას აპირებს.
"ტრაბზონსპორს" 32 წლის იარმოლენკო ტრავმირებული ჟერვინიოს შემცვლელად სჭირდება და ტრანსფერის ნაახალწლევს გაჩარხვას იმედოვნებს.
იარმოლენკო "ვესტ ჰემში" 2018 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტრაბზონსპორი" ბათუმის "დინამოს" მცველ ირაკლი აზაროვითაა დაინტერესებული.