მცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15ტურში „რუბინმა“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე 2:1 დაამარცხა ერთ-ერთი ლიდერი „სოჭი“.

მატჩის წინ Kazanfirst-ი წერდა, რომ წარმოსადგენადაც ძნელი იყო, თუ რა ელოდათ ამ შეხვედრაში. თუმცა, ყაზანურმა გუნდმა მცირე სიურპრიზი შემოგვთავაზა.

დასაწყისი "რუბინს" სახეიროს არაფერს უქადდა, რადგან 27-ე წუთზე მასპინძლები როდრიგაომ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი აბილდგორმა ანგარიში გაათანაბრა. თამაში ძალიან უხეში იყო და მსაჯმა 59-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით სოჭელთა მცველი იურგანოვი გააძევა, ხოლო 2 წუთში მის გზას აბილდგორიც გაუყენა. გამარჯვების გოლი კი 81-ე წუთზე დრეიერმა
გაიტანა.

"რუბინი" 22 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 ნოემბერს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს, რომელმაც დღეს "არსენალი" 5:1 გაანადგურა (ტულელი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგო იყო) და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

alt"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუბინს უხარია ხვიჩას გარეშე მოგება და ეს ცხადია,ჰოდა ხვიჩა თუ აღარაა საჭირო რუბინში სათამაშოდ,მისაღები თანხა დაასახელეთ და გაუშვით,რატომ გინდათ სულ აკრიტიკოთ და დაამციროთ,შევედეთან დუბლი,რომ შეასრულა არც კი გიხსენებიათ და სულ მის ჩავარდნაზე საუბრობთ,რუსული შოვინიზმი სახეზეა.
zastaveli
13:41 23-11-2021
0
დაიწყეს უკვე, ხვიჩას გარეშეც მაგრები ვართო, ხოდა გაუშვით თქვე კაი ხალხო გაუშვით!! :დ
Winter
13:46 22-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული