"შერიფის" უკრაინელმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან "იუთუბის" არხზე ინტერვიუში თქვა, რომ თავის კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ინგლისურის სწავლას დაიწყებს, ერთი თვე ინგლისურენოვან ქვეყანაში იცხოვრებს, რუსეთში კი არასოდეს არ იმუშავებს:
"რუსთში მუშაობის ვარიანტს არ განვიხილავ. 2014 წლიდან - არა. ეს ჩემი უფლებაა, ჩემი არჩევანი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკრაინაში დავიბადე. ამ ქვეყანამ მე ყველაფერი მომცა, რაც კი გამაჩნია. მისი ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მიყვარს. მისი გულისთვის მზად ვარ ბოლომდე წავიდე. მე სხვა აზრი არ მექნება. და კიდევ
- ჩემი მამა, რომელიც გარდაიცვალა, მე ამას ვერასოდეს გამიგებდა".
შეგახსენებთ, ვერნიდუბის ხელმძღვანელობით "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.