სერია A-ს წლის ყველაზე უარესი ფეხბურთელის პრიზი "ოქროს ნაგვის ურნა" ნომინაციაში Jolly (სასაცილო) "ფიორენტინას" რუს თავდამსხმელ ალეკსანდრ კოკორინს გადაეცა. პირველი ადგილი მან მიღებული ხმების 53.21%-ით დაიკავა, მეორე ადგილზე 22.02%-ით "იუვენტუსის" ნახევარმცველი ადრიენ რაბიო გავიდა, ხოლო მესამეზე 9.17%-ით სიმუ (სალერნიტანა). თანამემამულის "აღიარებამ" მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი გააღიზიანა.
"რაც ახლა ალეკსანდრეს თავს ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი თავის პოვნა არ შეუძლია. გამიხარდა, როდესაც მისით "ფიორენტინა" დაინტერესდა. ის მახსოვს როგორც კარგი ფეხბურთელი, შემდეგ კი ყველა წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. არავინ არ
დაეხმარა. მე ვთვლი, ის რომ აქამდე მივიდა, ამაში მთელი საზოგადოებაა დამნაშავე.
ძალიან მინდა ალეკსანდრე ფეხბურთიდან არ გაქრეს. არ მესმის, კლუბი ახლა მას რატომ დასცინის. მე ვფიქრობ, ეს კოკორინის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის დაცინვაა. იტალიელები დაგვცინიან. ძალიან დასანანი სიტუაციაა, ალეკსანდრე კი ძალიან მეცოდება", - ციტირებს კავაზაშვილს "სპორტ-ექსპრესი".