დესპოტოვიჩი: ყაზანი ნეგატიური ქალაქია

AutoSharing Option
29 წლის სერბ თვდამსხმელ ჯორჯე დესპოტოვიჩს ურთიერთობა გაუფუჭდა "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკისთან და კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

დესპოტოვიჩს კლუბი კომპენსაციას გადაუხდის - მომავალი 3 თვის ხელფასს, რომელიც დაახლოებით 200 ათას ევროს შეადგენს.

დესპოტოვიჩს "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში ჰკითხეს, თუ როგორი ქალაქია ყაზანი. მან მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა - "ნეგატიური".

დესპოტოვიჩის სატრანსფერო ფასი 5 მილიონია და "ცრვენა ზვეზდა" და მოსკოვის ცსკა ეპატიჟებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
და რატომ იქნება პოზიტიური, რა აქვს რუსეთს პოზიტიური ხალხო?
ხვიჩაც ხომ არ დადგება და იტყვის, არ მომწონს ქალაქიო, უბრალოდ მას მოუწია ამ გუნდში თამაში და ქალაქში ცხოვრება. აქვს კონტრაქტი, ეს სამსახურია, რომელსაც აუცილებლად შეიცვლის.
ტიკ ტოკებს რომ იღებენ იმას არ ნიშნავს , რომ მართლა იდეალური გარემოა იქ.
შარშან ხვიჩას დასდევდნენ რეიტინგის გამო და ყველა ნაბიჯზე უღებდნენ. ახლა ხვიჩა გაბუსული დადის და დრეიერს დასდევენ, ის უფრო მხიარულია :))

Winter
14:47 31-01-2022
0
ტიპი არაფერში იღებს მილიონნახევარ ევროს წელიწადში და ნეგატიურიაო იძახის.
ვაჟა
14:16 31-01-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული