4 თებერვალს, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, უკრაინის ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნულ გუნდს 3:1 სძლია. მომავალი შეხვედრის წინ ua-football-ს ინტერვიუ უკრაინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ევრო 2001-ის ფინალისტმა ფედორ პოლიპივმა მისცა.
- მე ყოველთვის მჯეროდა უკრაინის ნაკრების. სამწუხაროდ, პირველმა მატჩმა ცოტა ნეგატივი დაგვიმატა. ჩემი აზრით, ბიჭებმა ნიდერლანდები სათანადოდ არ შეაფასეს. თუმცა მარცხი წაგვადგა.
მესმოდა, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო, შემდეგ კი რთული იქნებოდა, მაგრამ კოსენკოს შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბედნიერი ვარ, რომ უკრაინა ნახევარფინალში ითამაშებს.
სასიამოვნოა, რომ
- უკრაინისა და რუსეთის ნაკრებების რა ძლიერ მხარეებს აღნიშნავდით?
- ჩვენი ნაკრები, პირველ რიგში, გუნდური თამაშითა და თავდადებითაა ძლიერი. მთავარია, ბიჭები სწორად განეწყონ და მატჩის წინ არ გადაიწვან.
ჩემი აზრით, რუსეთს ევროზე ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავს, თითქმის უნაკლოა, გააჩნია ბალანსი დაცვასა და თავდასხმას შორის, შეუძლიათ სხვადასხვა ტაქტიკური სქემა გამოიყენონ, მაგრამ ყველაფერი ფუტსალისტების ინდივიდუალურ მოქმედებებზე აქვთ აწყობილი.
- რის ხარჯზე შეუძლია ჩვენს ნაკრებს გამარჯვების მოპოვება?
- ისეთი ძლიერი მოთამაშები არ გვყავს, როგორც რუსეთის ნაკრებს, თუმცა ჩვენ მიზანს გუნდური თამაშით ვაღწევთ. მთავარია, საკუთარ კარს არ მივეჯაჭვოთ.
- თქვენი აზრით, ჩვენს ნაკრებს აქვს ფინალში გასვლის რეალური შანსი? თუ გავითვალისწინებთ საქართველოსთან მეოთხედფინალურ შეხვედრას, რუსეთის ნაკრები ჯერ უძლეველად არ გამოიყურება...
- შანსი ყოველთვის არსებობს. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს. თუ ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებთ, მაშინ სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.
ოცნების ასრულებამდე ორი ნაბიჯია, მოტივაციასთან დაკავშირებითაც არაა პრობლემა. თუ რუსეთს ვძლევთ, ოქროს მედლების მოპოვება შესაძლებელი გახდება. ესპანეთი და პორტუგალია ის გუნდები არ არიან, რომელთა დამარცხება შეუძლებელია.
ოცნების ასრულებამდე ორი ნაბიჯია, მოტივაციასთან დაკავშირებითაც არაა პრობლემა. თუ რუსეთს ვძლევთ, ოქროს მედლების მოპოვება შესაძლებელი გახდება. ესპანეთი და პორტუგალია ის გუნდები არ არიან, რომელთა დამარცხება შეუძლებელია.