პუტინს შეუკურთხეს - რუსეთმა უკრაინას ძლივს სძლია

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებმა ამსტერდამში უკრაინა 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამ ქვეყნებს შორის შექმნილი ვითარების გამო მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. დარბაზში უფრო მეტი მხარდამჭერი უკრაინელებს ჰყავდათ და მათ თავინთი ტრადიციული „პუტინ ხუ*ილო“ დასჭექეს. რუსულმა ტელეარხმა "Матч ТВ"-მ ამ დროს ხმა გამორთო. დარბაზის დიქტორმა გულშემატკივრებს სთხოვა, არასპორტული ხასიათის სიმღერები არ ემღერათ.

რუსეთი მეორე ტაიმში 3:1 დაწინაურდა, მაგრამ უკრაინამ ანგარიშის შემცირება შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე 1.12 წუთით ადრე უკრაინელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, ბოლოს ორი მომენტიც გააცუდეს და დამარცხდნენ.

უკრაინა -
რუსეთი 2:3
გოლები: 0:1 სოკოლოვი (2), 0:2 აფანასიევი (15), 1:2 სერი (16), 1:3 ნიაზოვი (31), 2:3 აბაშკინი (35)

მკითხველის კომენტარები / 15 /
არავითარი ხმა არ გაუთიშიათ
გია ჯოხაძე
16:48 05-02-2022
0
საქართველომ არანაკლებად ითამაშა რუსეთის წინააღმდეგ...
tngh
15:41 05-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული