პუტინს შეუკურთხეს - რუსეთმა უკრაინას ძლივს სძლია

AutoSharing Option
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებმა ამსტერდამში უკრაინა 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამ ქვეყნებს შორის შექმნილი ვითარების გამო მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. დარბაზში უფრო მეტი მხარდამჭერი უკრაინელებს ჰყავდათ და მათ თავინთი ტრადიციული „პუტინ ხუ*ილო“ დასჭექეს. რუსულმა ტელეარხმა "Матч ТВ"-მ ამ დროს ხმა გამორთო. დარბაზის დიქტორმა გულშემატკივრებს სთხოვა, არასპორტული ხასიათის სიმღერები არ ემღერათ.

რუსეთი მეორე ტაიმში 3:1 დაწინაურდა, მაგრამ უკრაინამ ანგარიშის შემცირება შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე 1.12 წუთით ადრე უკრაინელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, ბოლოს ორი მომენტიც გააცუდეს და დამარცხდნენ.

უკრაინა -
რუსეთი 2:3
გოლები: 0:1 სოკოლოვი (2), 0:2 აფანასიევი (15), 1:2 სერი (16), 1:3 ნიაზოვი (31), 2:3 აბაშკინი (35)

მკითხველის კომენტარები / 15 /
პუტინი არა კვახი. თამაში ნახე?! წააგეს და თან დამსახურებულად. სიმპათიები აქ რა შუაშია?! ცოტა თვალი გაახილეთ და ამ ყველაფერს უფრო სპორტულად შეხედეთ...
ზაური
01:57 05-02-2022
25
რა თქმა უნდა უკრაინას ვქომაგობდი, მაგრამ ეს სათაური რა უბედურებაა? ძლივს მოუგო.ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა და ა.შ. ფავორიტი იყო რუსეთი და გაიმარჯვა დღესაც და საქართველოსთანაც. უკეთესი გუნდი ჰყავთ და რაა აქ გასაკვირი.? ძნელია ამის აღიარება? აი ნაღდად ესპანეთთან წააგებს და იქნება მერე დამშვიდდეთ
დავით 67
01:20 05-02-2022
15

სიახლეები პოპულარული