ეჰ, ანზორი, ანზორი - კავაზაშვილს რუსეთის დასჯა არ მოსწონს და საზიზღრობას უწოდებს

AutoSharing Option
ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთს აეკრძალა ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე მაყურებლების გარეშე ჩაატარებს, არ იწოდება რუსეთად (რუსეთის ფეხბურთის კავშირის გუნდი იქნება), არ ექნება თამაშების დაწყებამდე ჰიმნის გაჟღერების უფლება და დროშასაც ვერ გამოფენს. ამ ამბავმა ერთობ გააბრაზა სსრკ-ის ნაკრების ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი. ის მოითხოვს, ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლონ.

"ფიფა და უეფა - ეს პოლიტიკური კი არა, მხოლოდ სპორტული მნიშვნელობის ორგანიზაციებია. მათ არ აქვთ უფლება, პოლიტიკური შეფერილობის გადაწყვეტილება მიიღონ. მათი გადაწყვეტილება ნამდვილი საზიზღრობაა. ფეხბურთელები და ხალხი ამ შემთხვევაში არავითარი
პასუხისმგებლობის მატარებელნი არ არიან. რისთვის სჯიან?
ევროკავშირმა აშშ-ის კარნახით უკვე შემოიღო ცალკეული პირების მიმართ სანქციები. თუ უნდათ რუსეთის გარეშე მიიღონ შეჯიბრებებზე მონაწილეობა, დაე, ასე თქვან.

მე მესმის, როდესაც ოლიმპიური კომიტეტი დაისაჯა ვითომ დოპინგის გამო, მაგრამ ის ვერდიქტი სწორედ დოპინგის სკანდალის გამო იქნა მიღებული. ახლა კი სპორტსმენებს უკრაინაში სიტუაციის გამო სჯიან. ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილი პოლიტიკური პროვოკაციაა. ვთვლი, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს პროტესტით და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს ჩვენი პრეტენზია. ფეხბურთს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს", - განუცხადა კავაზაშვილმა РИА Спорт-ს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
როგორ აყეფდნენ პუტინის გოშია ვაი ქართველები..ჯერ ეგ..იქეთ სხვები...ოღონდ თავიანთ ბატონს ასიამოვნონ...სამყაროს ხორცმეტია პუტინი...და ყველა მისი გოშია..ამ ხრონც ვაი ქართველს ტყვიის ღირსადაც არ ვთვლი..უბრალოდ დალპებიან იზოლაციაში ძალიან მალე
Labirinti...
19:06 07-03-2022
0
შენი დაბადების დღე დაიქცეს და ჭირში წასულხარ!
უცნობი
13:14 03-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული