რუსეთის საფეხბურთო კავშირი ფიფასა და უეფას უჩივის

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებული სანქციების შემდეგ ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირი განცხადებას ავრცელებს და ფიფასა და უეფას მიმართ საჩივარს აანონსებს:

"ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს, ასევე, სპორტულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მას აშკარად დისკრიმინაციული ხასიათი აქვს და უამრავ სპორტსმენს, მწვრთნელს, კლუბისა და ეროვნული ნაკრების თანამშრომლებს აყენებს ზიანს. რაც ყველაზე მთავარია, მილიონობით რუს და უცხოელ გულშემატკივარსაც...

მსგავსი ქმედებები მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას აპირისპირებს, რომელიც ყოველთვის იცავდა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის და პოლიტიკისგან დამოუკიდებლობის პრინციპებს.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება სპორტის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად."

მოგეხსენებათ, უკრაინაში
შეჭრის გამო რუსეთის მიმართ სხვადასხვა ტიპის სანქცია გავრცელდა. რაც შეეხება კონკრეტულად ფეხბურთს - ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები და კლუბები საერთაშორისო  შეჯიბრებებიდან მოკვეთეს.

altთქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
სად უნდა უჩივლოთ? ტულის თუ ნოვოსიბირსკის სასამართლოში?
საქართველო
15:14 04-03-2022
1
დღეს რასაც უკრაინის ქალაქებში აკეთებთ, რომელ საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებში ჯდება-თქვენ ბარბაროსებო-ატილებო!!! რა სინდისით ამბობთ და ამაყობთ,ფაშიზმი დავამარცხეთო მეორე მსოფლიო ომშიო, რა? ჰიტლერი სხვა რამეს აკეთებდა? ჯერ იმაზე აგეთ პასუხი თუნდაც ჰააგის სასამართლოში, როგორ დაესხა თავს უკრაინის მძინარე ქალაქებს თქვენი ურდოები და მერე იჩივლეთ ფიფა-სა და უეფა-ში. ვინ იცის იქნებ 15-20 წლის მერე იქნებ დაგიშვან კიდეც ტურნირებზე.
შულაია
12:05 04-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული