"ხელფასების ზღვარი, მხოლოდ 3 ლეგიონერი და ბელარუსული გუნდების დამატება" - გაზაევი პრემიერლიგის რეფორმას გეგმავს

AutoSharing Option
რუსული ფეხბურთის იზოლაციის გამო პრემიერლიგაში რეფორმების გატარებას აპირებენ. ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დუმის ეროვნებათშორისი საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეა, თავისი გეგმა გაამხილა.

"მე ყოველთვის გაფართოებისა და რეფორმების მომხრე ვიყავი. ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში მოვხვდით, აუცილებლად უნდა განვავითაროთ სპორტის ნებისმიერი სახეობა. ხელების ჩამოშვება არ შეიძლება, სტიმულების მოძებნაა საჭირო.

რაც შეეხება ფეხბურთს, ამ სიტუაციაში დახურული ლიგის შექმნა და გუნდების რაოდენობის გაზრდა გვმართებს. აუცილებელია გეოგრაფიული პრინციპით (დასავლეთი და აღმოსავლეთი) ორი ზონის შექმნა - 20-20 გუნდით. ევროპის სუპერლიგის მსგავსად
სუპერლიგა დავარქვათ.

მასში მონაწილე კლუბმა საწევრო უნდა შეიტანოს. ბელარუსებიც სანქციების ქვეშ არიან, მათი გუნდების დამატებაც შეიძლება. სეზონის ბოლოს პლეი-ოფებს ჩავატარებთ. ხელფასების ზღვარია დასაწესებელი. უცხოელების მოწვევა - ეს მოდისადმი ხარკის გადახდის მსგავსია. მათ ჩვენს ფეხბურთს, ფაქტობრივად, არაფერი შესძინეს და უეფას რეიტინგში მე-10 ადგილზე დავქვეითდით - მაქსიმუმ 3 ლეგიონერი კლუბში", - განაცხადა გაზაევმა Матч ТВ-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა აჯობებს მოსკოვის და მინსკის დინამოს დერბის ყურებას :-)
ლმ
16 მარტი 2022 20:52
0
ვირთხას არა გავს?!
S.K.K.
16 მარტი 2022 10:23
1
მამაშენს გავს ! თბილისის დინამოში რომ თამაშობდა და გოლები გაქონდა მაშინ არ გავდა ვირთხას? ან ამდენი ქართველი რომ წაიყვანა ალანიაში და ფაქტიურად კარიერა რომ გადაურჩინა (იმიტომ რომ აქ არც მოედნები იყო მაშინ არც გასახდელები ტრენაჟორებზე და ცხელ შხაპზე ხო ლაპარაკიც ზედმეტი ოყო) მაშინაც გავდა ვირთხას ?
zura222
16 მარტი 2022 23:28
0
ეს კავაზაშვილი და კანდელაკი მოიფიქრებენ რამეს
Ddd
16 მარტი 2022 09:26
2
რა კაი ბოვშია ჰა?
ნწნწ
16 მარტი 2022 09:24
2
რა კაი ბოვშია ესა ვისია?
Nwnw
16 მარტი 2022 09:18
2
არ გამოვა მაგედან, არაფერი.
100%
16 მარტი 2022 07:29
2
მართალი ხარ ვალერა ! რათ გინდათ საერთოდ ლეგიონერებიი გამოაგდეთ მანდედან ხვიჩა ზურიკო და სხვებიც PP
zura222
16 მარტი 2022 00:32
2
საერთოდ ჭკუაზეა ეს სულელი ეეეეს ??
bejo
16 მარტი 2022 00:20
9
ვინც რუსულ ჩემპიონატს აქებდა და არეკლამებდა თქვენი სუყველას #### და ვინც ქართულ ფეხბურთს "საბჭოთა სკოლას" ეძახდა თქვენი პატრონი და დღე და მოსწრება =====> აწი
Kanoni.
15 მარტი 2022 23:47
13
მეათე ადგილამდე დავქვეითდითო?! ეგ აღზევებაა საცოდავო, დაქვეითება აწი ნახე შენ
sormona
15 მარტი 2022 23:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული