ფიფა რუსულ ფულს ვერ ელევა - უკრაინელები მათ განადგურებულ მარიუპოლში გაგზავნას მოითხოვენ

AutoSharing Option
სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი

ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა, რაც პოლიტიკური ზეწოლის გამო მოახდინა და არა პირადი ინიციატივით. ეს ორგანიზაციები გარკვეულწილად რუსეთზე ფინანსურად დამოკიდებული არიან და უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა დაიჩივლა, რომ "გაზპრომთან" კონტრაქტი გაწყვიტეს, მაგრამ ევროპული სახელმწიფოები მაინც ყიდულობენ რუსულ გაზს. გუშინ დოჰაში ჩატარებულ ფიფას კონგრესზე რუსეთის გარიცხვას მოელოდნენ, მაგრამ არათუ არ გარიცხეს, არამედ რუსული ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცეს, ხოლო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ვიდეომიმართვისას განადგურებული
მარიუპოლისა და ხარკოვის კადრების ჩვენების უფლება არ დართეს.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კი არა კონფლიქტია. ის უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ გააკრიტიკა: "ეს არავითარი კონფლიქტი არ არის, ნამდვილი ომი და გენოციდია".

ფიფას რუსეთის მიმართ პასიურობით უკმაყოფილოა "შახტარის" გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი: "როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ფიფამ აგრესორი თავისი რიგებიდან არ გარიცხა. ეს გასაკვირია და საღ აზრს არ ექმემდებარება. როცა ისინი ფიფას ოფისში ზიან და ფანჯრიდან ჟენევის ტბას უყურებენ, ალბათ, რაღაც სხვა რეალობას ხედავენ. ხომ არ გაგვეშვა ეს ხალხი მარიუპოლსა და ხარკოვში, რათა უფრო სერიოზულად აღიქვან მიმდინარე მოვლენები".

"შახტარის" პრეზიდენტ რინატ ახმეტოვს ომის დაწყებამდე ხშირად ადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში, მაგრამ ის ქვეყანაში დარჩა და აგრესორი სახელმწიფოს დასჯას მოითხოვს: "მარიუპოლში გენოციდს აქვს ადგილი. იქ ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა არ შეგვიძლია, არ შეგვიძლია ადამიანების ევაკუაცია, რადგან რუსი სამხედროები კოლონებს ცეცხლს უხსნიან. რუსეთს აუცილებლად ვუჩივლებთ და ზარალის სრულად ანაზღაურებას მოვითხოვთ".

რუსეთში კი აბსოლუტურად განსხვავებული განწყობაა. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დმიტრი სვიშევმა ფიფას მათდამი ლოიალურობა მოუწონა და თქვა, რომ ამ ორგანიზაციას არ უნდა რუსული ბაზრის დაკარგვა, ვინაიდან რუსეთში დიდი ფულია.

კიდევ უფრო შორს წავიდა რუსეთის სპორტის მინისტრი ოლეგ მატიცინი: "მართალი გითხრათ, გამკვირვებია, ასე გვიან რატომ მიანიჭეს რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. კარგი სიგნალია, პოზიტიური. ეს ნიშნავს, რომ ფიფას ესმის რუსული ფეხბურთის მაღალი მნიშვნელობა. იმედია, ეს შემდგომი მოქმედებებითა და ნაკრებებისა და კლუბების ყველა შეზღუდვების მოხსნით დასრულდება".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამათი არასამართლიანი, უპრინციპო, მონური და ზღვარსგადასული ქმედება ნახე რა
კორუფციის ბუდე
baggio
02:54 02-04-2022
1
მეძავები.
რატი
22:16 01-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული