ხვიჩას გარეშე დარჩენილ "რუბინს" ლიგაში ადგილის შენარჩუნება უჭირს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბი ყაზანის "რუბინი" სერიოზულ კრიზისშია. ლეონიდ სლუცკის გუნდმა ზედიზედ მე-4 შეხვედრა დათმო, ამჯერად "კრასნოდართან" - 0:1.

tatar-inform-ი წერს:

"შეუძლებელია, ამდენი ლეგიონერის ჩანაცვლება ასეთ მოკლე დროში მოხდეს. რაც მთავარია, გუნდის ძრავა და ხერხემალი ხვიჩა კვარაცხელია წავიდა. პრემიერლიგის დასრულებამდე სულ 6 ტური რჩება და დიდი შანსია, "რუბინს" პლეი-აუტის თამაში დასჭირდეს, რათა ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. თანაც, დასკვნით ნაწილში ყაზანელებს ძლიერი მეტოქეები ჰყავთ."

"რუბინი" მე-13 ადგილზე (გადათამაშების ზონაში) მყოფ გია გრიგალავას "ხიმკის" მხოლოდ 1 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ყაზანელთა რიგებში
ამჟამად ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელმა კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა.

alt"რუბინი" აჩრდილად იქცა - რას წერენ ხვიჩაზე მისი წამოსვლის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 4 /
სლუცკი დინამო თბილისს ან ტორპედოს დაამშვენებდა
შავი კაცი
17:11 11-04-2022
24
ხვიჩას გარდა სხვებც წავიდნენ :)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული