კავაზაშვილი ჩაწყობილ მატჩზე: ვიღაცამ პედე***ბი გვეძახა

AutoSharing Option
თბილისისა და მოსკოვის "დინამოს", ასევე, ქუთაისის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ჩადისა და გვინეის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბათუმში დაბადებულმა ანზორ კავაზაშვილმა, 1970 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გარიგებული თამაშის შესახებ 52 წლის შემდეგ ისაუბრა.

"ჩემი "სპარტაკში" ყოფნისას გუნდი თამაშებს არ აწყობდა, მაგრამ ბიჭებმა ერთი თამაში გაყიდეს. ეს იყო 1970 წლის ჩემპიონატის მატჩი, ფინიშის პერიოდში, როცა ოდესის "ჩერნომორეცს" შევხვდით. მაშინ უკრაინელები უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენ, ხოლო ჩვენ, შედეგის მიუხედავად, მესამე ადგილზე ვიყავით.

ოდესელებმა რა არ გააკეთეს, სასტუმროს ნომერში გოგონებს გვიგზავნიდნენ, თან
ისეთი ქალები იყვნენ, ნარჩევი. კარზე ასეთმა გოგომ დამიკაკუნა. რომ გავაღე, უკვე შიშველი იყო. ასეთი ხრიკების შესახებ ვიცოდი და ვუთხარი, თამაშის მერე გამოიარე-მეთქი. მატჩის დროს კი ჩვენები ცენტრიდან ოდესელებს უპრობლემოდ ატარებდნენ. რაღაც კი ვიეჭვე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ნახტომით ჩემი თანაგუნდელი ვიქტორ ევლენტიევის დარტყმა მოვიგერიე. უცებ ისეთი ხმით დამიყვირა, მთელმა სტადიონმა გაიგო: "რა ჯანდაბა გჭირს, ანზორ, არ გითხრეს, რომ უნდა გაუშვა?"

შესვენებაზე მწვრთნელს ვესაუბრე. არ მჯერაო, მითხრა. შენიშვნაც არავისთვის მიუციათ. თამაში 0:1 წავაგეთ, ვიღაცამ კი გასახდელში გვითხრა: "პედერ***ბო, ფული მაინც გაგვიყავით!" ამ ამბის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, ჩემთვის ეს მკვლელობა იყო. სხვათა შორის, "ჩერნომორეცს" ეს მოგება არ ეყო და მაინც პირველ ლიგაში დაქვეითდა", - განაცხადა ყოფილმა მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ ანზორ კავაზაშვილი რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი გახლავთ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაეშვით ამ კაცს, არავის არ აინტერესებს
gio
19 აპრილი 2022 19:42
0
გრიშა ონიანი იტყოდა ამას უფრო კარგად
ABCABC
19 აპრილი 2022 21:47
0
ანზორმაც გაყიდა ეს თამაში უბრალოდ ვინც იცოდა მკვდრები არიან და ვეღარ დაუმტკიცებენ ...
bejo
19 აპრილი 2022 19:18
0
ეს მართლა პედერასტი ყოფილა!
Gio
19 აპრილი 2022 18:43
0
არ დაიღალეთ!? სულ არ გეცოდებათ ეს კაცი, თუ რა არის ასეთი დაუმთავრებელი!
მწვრთვნელი
19 აპრილი 2022 17:12
1
მგონი ანზორი აქ ბლოგერია და გვიმალავენ!
***
19 აპრილი 2022 17:32
0
ეს არის არაკაცი! ვიცნობ ბავშვობიდან მასაც და მის ახლობლებსაც. ასეთი ქლესა ადამიანი იშვიათობაა. ამის გამო ვერ იტანდნენ თანაგუნდელები საქართველოშიც და რუსეთშიც, იქაც, სადაც კი უცხოვრია. ამისათვის, საკმარისია, წაიკითხოთ, თუნდაც, ლევ იაშინის წიგნი.
უნებლიე შეცდომაა თქვენს სტატიაშიც, ის მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლამდე მოსკოვის „დინამოში“ კი არა, „ტორპედოში“ თამაშობდა. ფულის გამო კადრულობდა ყველაფერს და ამიტომ არ დააყენეს ტორპედოელებმა კარში თბილისის „დინამოსთან“ ისტორიულ მატჩში ტაშკენტში. ეს, ერთის მხვრივ, კარგიც აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან შაპოვალენკომ დათუნაშვილის კუთხური გაუშვა და დამატებით დროში გადაგვიყვანა.
თუ ვინმე შემომედავება, უფრო მეტს დავწერ.
zurab
20 აპრილი 2022 09:16
0
კავაზაშვილს ჩაწყობილი თამაშები უკვირს? ეს სასაცილოა. შეიძლება ასაკშია და აღარ ახსოვს....
კოკა
20 აპრილი 2022 17:53
1
ანზორ კავაზაშვილს მოსკოვის “დინანოში” არასდროს უთამაშია. თბილისის “დინამიდან”, სადაც მესამე მეკარე იყო (სერგო კოტრიკაძის და ანზორ კვაჭაძის შემდეგ), ლენინგრადის “ზენიტში” გადავიდა, თავისი საუკეთესო წლები კი (1961-1968) მოსკოვის “ტორპედოში” გაატარა, სადაც გახდა სსრკ ჩემპიონი (1965) და ორჯერ (1961, 1964) ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
კონსტანტინე
20 აპრილი 2022 05:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული