ვინაიდან რუსეთის ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობა აუკრძალეს, დაიწყო საუბრები, რომ აზიის კონფედერაციაში გადავიდნენ. უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა აზიაში რუსეთის პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:
"არ მგონია, რომ რუსულ ფეხბურთს აზიის კონფედერაციაში გადასვლა წაადგება, თუმცა, ცხადია, სრულ იზოლაციას ეს სჯობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ რუსები მუდამ გაიმარჯვებენ, ძალიან ცდება. აზიის კლიმატთან ადაპტაცია რთულია. საუდის არაბეთში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საღამოს 10 საათზე დახშული ჰაერია. მატჩი ამ დროსაც რომ დაიწყოს, ასეთ პირობებში თამაში მაინც ძნელია.
ტაილანდსა და მალაიზიაში
სხვა პრობლემაა - მაღალი ტენიანობა. პლუს, მეეჭვება ფეხბურთელებმა ამ სიშორეზე ფრენას გაუძლონ. ავსტრალიელებსაც ეგონათ, გადავიდოდნენ აზიის კონფედერაციაში და ყველაფერს მოიგებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთიც ვერ მოახერხებს იქ გამარჯვებების მოპოვებას. არც იფიქროთ, რომ ადვილი გასეირნება გამოგივათ".