არავითარი რუსეთი და რუსეთის ნაკრები, კრასნოდარის მხარე საქართველოს - ჩინელების სურვილი და ვარაუდი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს და გამოსავალს ეძებენ - ჯერ დაიწერა თითქოს აზიის კონფედერაციაში აპირებენ გადაბარგებას, მაგრამ უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლიმატური პირობებისა და განსხვავებული სპეციფიკის გამო იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვარიანტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვსაც არ ხიბლავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროპაში ვერ დაბრუნდებიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის თასზე მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა, ფეხბურთსა და სპორტს ვინ ჩივის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო შეიძლება საერთოდ დაშლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესაძლებლობა
სრულიადაც არაა გამორიცხული, ვინაიდან დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზარალს აყენებს, ხოლო უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება და შეიარაღებითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოუყოს უკრაინას 33-მილიარდიანი დახმარება. აშშ-ის კონგრესმა "ლენდ-ლიზი" მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გადაეცეს. საერთოდაც, დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყებისას ფრთხილობდნენ, ახლა უკრაინის დახმარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ამ ომში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთის დაშლა ივარაუდა და მსოფლიოს მომავალი პოლიტიკური რუკაც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, სავარაუდოდ ვინ მიიერთებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს.

Sportall.Ge

მოკლედ, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის თამამ და განუხორციელებელ გეგმაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ჩინელების პროგნოზის მიხედვით, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები უკრაინას გადაეცემა, მოსკოვი ბელარუსს, სანქტ-პეტერბურგი და არხანგელსკი ფინეთს, ურალი და დასავლეთ ციმბირი ყაზახეთს, აღმოსავლეთ ციმბირი მონღოლეთს, ჩრდილოეთის რეგიონები ნორვეგიას, შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს კი ჩინეთი და აშშ გაიყოფენ. ამას გარდა, რუსეთის ხარჯზე პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანიც გაფართოვდებიან.

და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ჩინური "გეგმის" მიხედვით კრასნოდარის მხარე საქართველოს შემადგენლობაში შევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო იჩკერია წარმოიქმნება. უფლებადამცველი პაველ ლისიანსკი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი არსებობას შეწყვეტს და მარტივ მამრავლებად დაიშლება.

ეს ყველაფერი ზოგიერთს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიაც დაიშალა და საბჭოთა კავშირიც.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ჩინეთმა ხიტრობას თავი დაანებოს, რუსეთს თვითონ კარგად ეკურკურება თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობენ, სხვა ქვეყნების გაქეზებას თავი დაანებოს.ეს რუკაც საკითხავია რა ძალების მიერ არი შედგენილი.საქართველოს თავისი ტერიტორიები უნდოდა მუდამ ისტორიულად სხვისი არაფერი გვინდა.
qomagi
05 მაისი 2022 16:34
1
არ მინდა ძმაო რაც სხვისი სხვისი იყოს, ჩვენი დააბრუნოს და მეტი არ გვინდა.
gia
02 მაისი 2022 12:53
2
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამდენი მავნებელი იდიოტის გარემოცვაში.
გიორგი
01 მაისი 2022 20:46
8
ისე არ იქნებოდა ცუდი, იქნებ მართლა ასრულდეს
ქართველი
01 მაისი 2022 09:23
9
საინტერესოა
???
02 მაისი 2022 08:40
1
სხვისი არაფერი გვინდა მაგრამ რუსეთის დაშლა გვინდა ჩვენი ტერიტორიები ჩვენ გვინდა. 30 წელია ახრჩობს საქქართველოს. სოჭიც ჩვეენია და დაუბრუნდება საქართველოს.... რუსეთის დაშლა გარდაუვალია ასეც უნდა მოხდეს, ასეთია ნება ცივილური საამყაროსი...პუტინმა თხარა თხარა სამარე გაუთხარა რუსეთს...ეს იცის ბეზპრედელობამ
დევნილი
01 მაისი 2022 00:47
8
არაფერი სხვისი არ გვინდა, ჩვენი დაგვიბრუნეთ!
Tbilisi
01 მაისი 2022 00:40
1
კრასნოდარის მხარის 70% ჩვენი იყო ერთ დროს !
zura222
01 მაისი 2022 01:58
10
პუტინმა რომელმაც დაღუპა რუსეთი რატომაც არ შეიძელება დაიშალოს, იაკუტია რუსები არ არიან საერთოდ სხვა რასაააა ნახევარი ციმბირი უკავიათ, სათათრეთი 30 მილიონიანი, ჩრდილო კავკასია. გასაკვირი არცააა და არც შერჩება პუტინს მისი სითავხედე ტერორისტობა. 200 ზემეტი ბავშვი მოკლა
აფხაზეთიდან
01 მაისი 2022 00:39
2
სულ გარეკეთ?
გია-გივი
30 აპრილი 2022 20:10
24
ესენი რუსეთუმეები კი არ არიან, ამეების წერაში უხდიან ხელფასს.
გასაგებია
30 აპრილი 2022 19:06
18
შოდა იგივე ოდალა რუსების ბოტია
გურამი
30 აპრილი 2022 19:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული