ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა.
რაიოლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის, პოლ პოგბას, ერლინ ჰოლანის, ჯანლუიჯი დონარუმას, მატეის დე ლიხტის და სხვა არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტი იყო.
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სასწრაფოდ მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც მისმა გარემოცვამ არ დაადასტურა. 28 აპრილსაც დაიწერა, რომ გარდაიცვალა, რაც ასევე უარყვეს.
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სასწრაფოდ მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც მისმა გარემოცვამ არ დაადასტურა. 28 აპრილსაც დაიწერა, რომ გარდაიცვალა, რაც ასევე უარყვეს.