"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი ტურინში "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდნენ.
ისინი იტალიაში "ტუტოსპორტის" მიერ პედრისთვის Golden Boy-ს პრიზის გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ლაპორტამ რაიოლასთან ჰოლანის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა განიხილა და საკომისიო თანხის დაკლება სთხოვა, რომელსაც პოტენციურ ტრანსფერში მოითხოვს. აგრეთვე, პირობა მისცა, რომ ის გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.

21 წლის ჰოლანმა ამ სეზონში ბუნდესლიგაზე 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 3 გოლია.
ნორვეგიელს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.