რაიოლა: "მომკლეს", მაგრამ მკვდრეთით აღვდექი

AutoSharing Option
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა აღაშფოთა მასზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს გარდაიცვალა.

"ყველა დაინტერესებულისთვის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა: გაცოფებული ვარ იმის გამო, რომ ოთხი თვის განმავლობაში მათ (ჟურნალისტებმა) მეორედ "მომკლეს".

ეტყობა, მკვდრეთით აღდგომა შემიძლია", - წერს რაიოლა თავის "ტვიტერზე".

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური წარმოშობის ნიდერლანდელი აგენტი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ რაიოლა არ მომკვდარა, მაგრამ ძალიან ავადაა.

იანვარში იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაიოლა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც არ დადასტურდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ადექი აბა
0

სიახლეები პოპულარული