კვარაცხელიას ყოფილი კლუბი ფინანსური კატასტროფის და გავარდნის პირასაა

AutoSharing Option
"კომსომოლსკია პრავდა" იტყობინება, რომ "რუბინს" პირველი და მეორე გუნდის ფეხბურთელებისთვის დეკემბრის შემდეგ ხელფასი არ გადაუხდია და ლეგიონერების წასვლისა და წარუმტებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

სექტემბერში კლუბის სპონსორი "ტაიფი" "სიბურის" მფლობელობაში გადავიდა, მაშინ დაიწერა, რომ შეიძლებოდა ამ სანავთობო კომპანიას "რუბინის" დაფინანსება შეეწყვიტა და პროგნოზი მართლდება. თუმცა, ყაზანურმა კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს გასამრჯელოს დროულად უხდიან.

"რუბინი" ექვსმა ლეგიონერმა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი რუსული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთაა.

"რუბინმა" ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო, ბოლოს საკუთარ მოედანზე "სოჭისთან" 0:6 განადგურდა,
გასავარდნად აქვს საქმე და მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გადაყენებას ითხოვენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ ვინერვიულე რომ იცოდეთ )))
გულშემატკივარი
21:26 01-05-2022
3
აი რა მოსდევს ღორობას ! თავის დროზე გაეყიდათ ხვიჩა ვესტ ჰემი რომ აძლევდა 15 მილიონ ევროს ! არაა მაინც და მაინც 20 მილიონი მოინდომეს და იყვნენ ეხლ;ა ასე გაფხეკილები ასე @ ისე ზენიტი და ცსკა რატომ არ ღარიბდებიან ? პასუხი ნათელია--ზენიტი პუტინის გუნდია და ცსკა კი რუსული არმიის "უძლეველობის" სიმბოლოა და მაგათი გაღარიბება და გაქრობა არ შეიძლეა !DD
zura222
21:23 01-05-2022
3

სიახლეები პოპულარული