"ამ ფინთებმა დიადი რუსეთის მოკვეთა გაბედეს - საკუთარ მუნდიალს ჩავატარებთ" - ანზორმა მთლად გაუტია

AutoSharing Option
მოსკოვის „ტორპედოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელსაც სახელმწიფო დუმის დეპუტატობა მოსურვებია და ამ ბოლო დროს ნამეტნავად აქტიურობს, უეფას მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთამ აღაშფოთა.

"ჩემი სახელით გადაეცი უეფას, ყველა ამ ასო-წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ჩვენ ევროტურნირებიდან და სხვა ჩემპიონატებიდან მოკვეთას, რომ ისინი ფინთები, ბილწები (паскудные мрази) და გამყიდველები არიან!
მათ დაავიწყდათ, რა არის სპორტი. სპორტი - ეს პატიოსანი შეჯიბრებაა. უეფაში ამის შესახებ არ იციან. მათ დიადი რუსეთი მოკვეთეს.

დაე, ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ხმა მისცა, შთამომავლებმა დაწყევლონ.
მათ გარეშე არ დავიკარგებით, ჩვენი ხელმძღვანელობა მოძებნის, რამეს მოიფიქრებს. მაგალითად, ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან ერთად ჩვენს ოლიმპიადას, ჩვენს მსოფლიო ჩემპიონატს, აზიის ჩემპიონთა ლიგას და კიდევ რამეს შექმნის.

ისინი ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ დიდი ევროთასების კლუბების გარეშე დავიკარგებით. ტაიმ-აუტს ავიღებთ, თუნდაც 5 წლით. იმას მივაღწევთ, რომ უეფაში დასაბრუნებლად მუდარას დაგვიწყებენ.

უეფას მომავალში რეორგანიზაცია ელის. თავისი არსით ეს პატიოსანი ორგანიზაცია უნდა იყოს და არა დასავლეთის ქვეყნების საძაგელი პოლიტიკოსების ქვეშევრდომი. თუმცა ასეთ სანქციებს მივეჩვიეთ და მხოლოდ ძლიერები ვიქნებით", - ციტირებს მგზნებარე სიტყვით გამოსულ კავაზაშვილს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ჩაატარეთ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან და ნაურისთან ერთად-მეტს ვერც ეღირსებით.. კაი სანახაობა კი იქნება ისე :)).. სამარცხვინო ხარ
ბათუმი
04 მაისი 2022 12:56
1
კავაზაშვილი მართალია უეფა ყველაზე კორუმპირებული ორგანოა და ადრე თუ გვიან დაიშლება, ბობოლა გუნდები თავიანთ მიზანს მაინც მიაღწევენ და შექმნიან თავიანთ ტურნირს,ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია, ის რასაც ამბობს მართალს ამბობს,ვიღაცეებს ტყუილა ეცინებათ, ვაითქვე საწყლებო,საკვალიფიკაციოს იქიტ ვერ მიდიან ქარტული გუნდები და ჯობია მაგას მივხედოთ,ანზორა მის თავს მიხედავს არ დაიკარგება.ჯგუფიდან გასვლა რომ ოცნებათ გვაქვს ქცეული,მაგაზე წერეთ ტქვე იდიოტო ჯურნალისტებო, ანზორა და რუსეთი კლეზე არ გკიდიათ?! თუ გული შეგტკივათ?
kimi
04 მაისი 2022 10:03
35
და ვის გამო ვერ მიდიან ქართული გუნდები? კავაზაშვილის მსგავსი მენტალობის ადამიანებმა გამოხარეს საქართველო თავიანთი კორუფციული მიდგომებით და ჩამოიშალა ფეხბურთიც. ახლა კიდე აბრალეთ უეფას რომ თურმე ბავშვების ხოცვა ჟლეტა როგორ არ აპატიეს მაგ ღორებს
ფეხბურთის ქომაგი
04 მაისი 2022 10:22
2
რა დღეში ხარ kimi
baggio
04 მაისი 2022 11:49
0
რუსული მარაზმის ბოლო აგონია. იწყება
1.
04 მაისი 2022 06:23
1
ხოოო, ცხინვალი და სოხუმის იმედი გქონდეს, თქვენი მსოფლიო ჩემპიონატი ეგ იქნება
დათო
04 მაისი 2022 12:28
0
ჩაატარებენ სსრკ-ჩემპიონატს და საქართველოს აუცილებლად შესთავაზებენ
zviadi
04 მაისი 2022 08:49
9
ჟირინოვსკი 2.0 ...ამასაც მალე ლიაკვდება ძაღლი :)
საბა
04 მაისი 2022 06:40
0
ახლა ეს ნორმალურია?
baggio
04 მაისი 2022 11:56
0
ანზორ კავაზაშვილის ამ განცხადებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თვით ველიკაია რასიაში :)))

Российские болельщики высмеяли такой "ура-патриотизм" своего соотечественника.

"А когда вас позовут обратно, вы не соглашайтесь. Пусть весь мир встает на колено, и извиняется перед великой Россией. Пока год не простоят! А, то и два... Нечего на нашего вождя напраслину наводить. Он правильным путем двигает страну вперед! И все его решения стратегически верны!" – стебутся юзеры.
სოსო
04 მაისი 2022 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული