ჯემალ რევაზიჩმა მოსკოვში მოლაპარაკება გამართა - აფხაზეთის გუნდი რუსეთის ჩემპიონატში?

AutoSharing Option
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზი (სურათზე მარცხნივ), რომელიც ადრე ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრის მოადგილეს, ოდეს ბაისულტანოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპორტის სამინისტრო თავისი საიტით ავრცელებს.

ჯემალ რევაზის ძემ და ბაისულტანოვმა ფეხბურთში სოჭსა და აფხაზეთს შორის ფეხბურთში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, აგრეთვე, მომავალ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში აფხაზური კლუბის ჩართვის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს.

შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული საკითხების ერთობლივად გადაჭრაზე გაგრძელდეს მუშაობა. მხარეები
სპორტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ამჟამად საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთილი რუსული ფეხბურთის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება აფხაზეთის გუნდმა რუსეთის რანგით მესამე ლიგაში დაიწყოს თამაში.

გუნდს ბაზა სოჭში ექნება, მატჩებს კი სოხუმში ჩაატარებს. კლუბის სახელწოდება ჯერ უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგ პიტალოებს ავიწყდებათ რა მოყვება ამას. ჯერ მხოლოდ შეჩერებული აქვთ უეფაში წევრობა და ახლა გარიცხვასაც გაიჩალიჩებენ მასე.
G.LA
06 მაისი 2022 02:24
1
მე უკეთეს იდეას ვთავაზობ. მოაწყონ ჩემპიონთა თასის ტურნირი, რუსეთი ბელორუსი, ცხინვალი, აფსნი(ჩაფსნი). გამარჯვებულს ფალოსის მოვერხლილი თასი გადაეცეს.
ჰაჰა
06 მაისი 2022 11:19
1
საღოლ, ჩაგეთვალა.
06 მაისი 2022 13:02
0
სირიიდან და ნაურუდანაც დაიმატონ გუნდები და ,,საინტერესო'' და მაღალი დონის ჩემპიონატი გამოუვათ
ქომაგი
06 მაისი 2022 10:39
2
ნაურუ უარს იტყვის ამათ ჩემპიონატზე! იქ შიშვლები თამაშობენ ფეხბურთს, ესენი კიდევ გაშიშვლდებას არ აპირებენ!
მწვრთვნელი
06 მაისი 2022 11:27
0
რა საკადრისია მესამე ლიგა გარუსებული ანზორი ალტერნატიულ გზებს ეძებს როგორ წარიმართოს რუსეთის ფეხბურთი მეგობრულ ქვეყნებთან ერთად მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონატის ჩატარების წინადადებით გამოვიდა და აგერ აფხაზეთი იქეთ სამხრეთ ოსეთი ბელორუსია და გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები სხვა გვარად მაინც ვერ მოხდება ეგ ამბავი და დაიკიდებენ რუსულ მედლებს
ისიდორე
06 მაისი 2022 01:29
0
ჯემალ გუბაზი და რომან ხაგბა, მახსოვს ცუდი ფეხბურთელები არ იყვნენ, მაგრამ არც რაღაც ღირებულნი,
რრრ
06 მაისი 2022 00:29
0
სოხუმის "დინამო" და ცხინვალის "სპარტაკი"! ვაი თქვენს პატრონს! ცეცხლი რომ უკიდიათ და ნავთით აქრობენ მასე გამოდის!
მწვრთვნელი
06 მაისი 2022 09:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული