Sky Sport Germany-ს ცნობით, "შახტარისა" და უკრაინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი მიხეილ მუდრიკი, დიდი ალბათობით, კარიერას "ბაიერში" გააგრძელებს.
გამოცემის მტკიცებით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და ფეხბურთელმა ლევერკუზენულ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. "ბაიერს" ტრანსფერი 20 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება და უკრაინელს კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.
მუდრიკმა "ბრენტფორდში" გადაბარგება არ ისურვა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა.
მან გასულ სეზონში "შახტარში" 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაისში კი ნაკრებში პირველად ითამაშა.