უკრაინელი ქალი მსაჯი რუსების ტყვეობიდან გამოიხსნეს

AutoSharing Option
რუსების მიერ ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში დაპატიმრებული მსაჯი ირინა პეტროვა გაათავისუფლეს და კიევში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი პაველკო სოციალური ქსელით იტყობინება და სურათსაც ავრცელებს:

"ირინა პეტროვას გამო მთელი საფეხბურთო უკრაინა ნერვიულობდა. საბედნიეროდ, ყველაფერ იმის შემდეგ, რაც გადაიტანა, მისი გადმოყვანა მოვახერხეთ. ახლა კიევში უსაფრთხოდაა. ფეხბურთის სახლში შეხვედრისას მისი პატრიოტიზმისა და სიმამაცის გამო აღფრთოვანება გამოვთქვი.

ის ნოვაია კახოვკაში ყოველდღე გამოდიოდა საპროტესტო აქციებზე და რუსი ფაშისტების ამხანაგურ მატჩებზე მსაჯობაზე სასტიკი უარი განაცხადა. ამისათვის დააპატიმრეს და თავისუფლების ხანგრძლივი აღკვეთით ემუქრებოდნენ.
ვერ გატეხეს! ირინა უკრაინის თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოა. გულწრფელად უყვარს ფეხბურთი და ფეხბურთის ასოციაციის ერთიან გუნდში მუშაობას დათანხმდა. ვამაყობ იმით, რომ ასეთი პროფესიონალი პატრიოტები გვყავს!

ირინას რაშისტული ბოროტების მალე დამარცხებას და ერთიანი უკრაინის აღორძინებას ვუსურვებ! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული